ახალი ამბები

თელავს საკუთარი „სითი პარკი“ ექნება

თელავის ახლადარჩეული მერი ქალაქში ავტომობილების პარკირების საკითხის მოწესრიგებას გეგმავს, თუმცა რა ფორმით მოხდება ეს – თავად მერიის სტრუქტურების თუ კერძო კომპანიის საშუალებით და რა ეღირება თელაველებისთვის პარკირება, ჯერჯერობით უცნობია.

„აუცილებლად გათვალისწინებული იქნება ის პირობები, რომ ამან არ დააზარალოს და რთულ პირობებში არ ჩააყენოს ქალაქის მოსახლეობა. პირობები მორგებული იქნება ადგილობრივი მოსახლეობის შესაძლებლობებზე. ჩვენ გავითვალისწინებთ იმ პრობლემებს, რომელიც თბილისში „სითი პარკის“ საქმიანობას უკავშირდება და ისეთ მოდელს შევარჩევთ, რომელიც მოსახლეობის უკმაყოფილებას არ გამოიწვევს. ავტომობილები ზოგჯერ ქვეითად მოსიარულეთა გზაზეა ხოლმე გაჩერებული და ეს აუცილებლად უნდა მოგვარდეს. ჯერჯერობით მუშაობა მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილება მალე გახდება ცნობილი,“ – აცხადებს კალმახელიძე.