ახალი ამბები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ველისციხეში ახალი ღვინის ქარხანა გახსნა

დღეს, პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სოფლის მეურნეობის და ფინანსთა მინისტრებთან ერთად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში, ახალი ღვინის ქარხანა გახსნა და სტუმრებთან ყურძნის მიღების და გადამუშავების პროცესი დაათვალიერა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ,,რთველი-2014” დადებითად შეაფასა. მისი თქმით ასეთი წარმატებული რთველი საქართველოში ჯერ არ ყოფილა.

„დღეს არის მნიშვნელოვანი დღე, რადგან გაიხსნა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირებულებების ქარხანა. რაც შეეხება წლევანდელ რთველს, დაფიქსირდა ყურძენზე რეკორდული ფასი, რაც დამატებითი სტიმულის მომტანია გლეხებისთვის,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც  ,,კახური ტრადიციული მეღვინეობის” ადმინისტრაციაში აცხადებენ, სამომავლოდ იგეგმება ქარხნის გაფართოვება.

,,ველისციხის ღვინის ქარხნის მშენებლობა აგრო კრედიტის ფარგლებში მარტის თვეში დაიწყო და დღეისთვის უკვე ახორციელებს ყურძნის ჩაბარებას. ამ დროისთვის 1700 ტონა ყურძენია გადამუშავებული. ქარხანა კი ევროპული სტანდარტების დანადგარებით არის აღჭურვილი. კომპანიამ იაფი კრედიტის ფარგლებში 600 ათასი დოლარი მიიღო და სწორედ ეს დაგვეხმარა ჩვენი მიზნის განხორციელებაშიც. ამ დროისთვის ჯერ საბოლოოდ არ დასრულებულა ქარხნის მშენებლობა და ვფიქრობთ, რომ ძალიან მალე დასრულდება. გარდა ამისა აქ ასევე ვგეგმავთ 110 ადამიანის დასაქმებას. სულ მალე დავასრულებთ მეორე საცავის მშენებლობასაც და  5 ათას ტონამდე სხვადასხვა ჯიშის ყურძნის ჩაბარებას შევძლებთ,”- განაცხადა ,,კახური ტრადიციული მეღვინეობის” გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ.