ახალი ამბები

თელავში “გაერთიანებული ოპოზიციის” საკრებულოს დეპუტატს ფიზიკურად გაუსწორდნენ

გავრცელებული ინფორმაციით, ვარდოშვილს სიტყვიერი შელაპარაკება სასტუმრო “ძველი თელავის” მენეჯერთან მოუვიდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

სასტუმროს მენეჯერის თქმით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ვარდოშვილმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც ჩხუბი მოჰყვა, რომელიც სასტუმროზე განთავსებულმა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს.

ვარდოშვილი მომხდარ ფაქტზე სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებს. დაზარალებულს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ჩაუტარდა გამოკვლევა. ექიმების განცხადებით, მას სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება.

ინციდენტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება 125-ე მუხლით მიმდინარეობს. მოკვლევას თელავის რაიონული პოლიცია აწარმოებს.