ახალი ამბები

“ლიბერთი ბანკმა” ლაგოდეხში სერვის ცენტრი გახსნა

 როგორც “ინტერპრესნიუსს” “ლიბერთი ბანკიდან” აცნობეს , ბანკი ფილიალებისა და სერვის ცენტრების ქსელის მოდერნიზებასა და გაფართოებას განაგრძობს.
ლაგოდეხის სერვის ცენტრი სრულ საბანკო მომსახურებას გაუწევს როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს. სერვის ცენტრში შესაძლებელი იქნება ყველა სახის სესხის აღება, საერთაშორისო და ადგილობრივი ფულადი გზავნილების სისტემებით სარგებლობა, სხვადასხვა ტიპის დეპოზიტების გახსნა, კომუნალური გადასახადების დაფარვა.