თვითმმართველი ქალაქის თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე გახდა
დღეს, თვითმმართველი ქალაქის თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა. სხდომაზე საკრებულოში შესულმა ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე არჩილ თხლაშიძე წარადგინეს.
დეპუტატებმა საკრებულოს თავმჯდომარე ფარული კენჭისყრით აირჩიეს. არჩევნებში მონაწილეობა საკრებულოს 14 წევრიდან 11-მა მიიღო, რომლებმაც მხარი არჩილ თხლაშიძეს კანდიდატურას დაუჭირეს. საკრებულოს სამმა დეპუტატმა კი არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო.