თვითმმართველი ქალაქის თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გია გიგიაშვილი გახდა
თვითმმართველი ქალაქის თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გია გიგიაშვილი გახდა. გიგიაშვილის კანდიდატურა საკრებულოს ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ, არჩილ თხლაშიძემ წარადგინა.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ასარჩევად ფარული კენჭისყრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა დეპუტატების 14 წევრიდან 11-მა მიიღო.
დეპუტატების უმრავლესობამ გიგიაშვილის კანდიდატურას დაუჭირა მხარი, სამმა დეპუტატმა კი არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო.