თვითმმართველი ქალაქის თელავის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა
დღეს, თვითმმართველი ქალაქის თელავის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა. სხდომა თელავის #17 საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა, დავით მკალავიშვილმა გახსნა, რომელმაც დეპუტატებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები გააცნოთ. საკრებულოს პირველ სხდომას 15 დეპუტატიდან 14 ესწრებოდა.