კახეთის რეგიონში ტუბერკულოზის შემთხვევები წინა წელთან შედარებით გაზრდილი არ არის
როგორც კახეთში დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა მიმდინარე წელს ტუბერკულოზის 47, ხოლო სავარაუდო 31 შემთხვევა დაფიქსირდა.
,,სტატისტიკის მიხედვით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ წინა წლებთან შედარებით ტუბერკულოზის შემთხვევების მატება წელს არ შეინიშნება“.
ხიზანიშვილის თქმითვე, ტუბერკულოზის ყველაზე მეტი შემთხვევა ლაგოდეხში, თელავსა და ახმეტაში დაფიქსირდა.