მრგვალი მაგიდა – მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა სიღნაღში
არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო ინიციატივა” და სათემო კავშირი “ნუკრიანი” სიღნაღში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით პროექტს ახორციელებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართევლობისა და საქართველოში ინტერნეტ საქმოქალაქო ჩართულობაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წამომადგენლები. შეხვედრაზე იმსჯელეს თუ როგორ უნდა მოხდეს ინტერნეტის მეშვეობით თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობა ეფექტურად.
პროექტი მიზნად ისახავდა შეიქმნას სოფლის მოსახლეობის თანამონაწილეობისა და სამოქალაქო ჩართულობის კარგი პრაქტიკა და მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას ადგილზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების (დეპუტატი, საკრებულო, გამგებელი) ანგარიშვალდებულების გაზრდას მოსახლეობის წინაშე, კონკრეტული პრობლემების შესახებ ინფორმირებისა და მათი მოგვარების გზების ძიებით.
პროექტის მხარდამჭერები არიან აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი და სათემო გავითარების ცენტრი.