ახალი ამბები

საიამ თელავში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის პირველადი შეფასების პრეზენტაცია გამართა

თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის ხელმძღვანელმა, მარეხ მგალობლიშვილმა, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის პირველადი შეფასების პრეზენტაცია გამართა.

შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საიას თელავის ოფისის ხელმძღვანელის, მარეხ მგალობლიშვილის თქმით, ორგანიზაცია ადგილობრივი თვითმმართველობის ორივე ტურის მიმდინარეობის პროცესს აქტიურად აკვირდებოდა.

,,ბევრ უბანზე გვყავდა ჩვენი დამკვირვებლები. რაც შეეხება მეორე ტურს, ორ საარჩევნო ოლქში, თელავში და ყვარელში ვაკვირდებოდით არჩევნების მიმდინარეობას. ამ ორივე ოლქში დაიწერა 13 საჩივარი, რომელთა უმრავლესობაც დაკმაყოფილდა. აქედან ყველაზე მეტი საჩივარი კენჭისყრის დღის შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით დაიწერა. ამ საჩივრების განხილვისას საოლქო კომისიაში იმ საუბნო კომისიების წევრებს ვისაც საჩივრები ეხებოდათ, შეეფარდათ სხვადასხვა დისციპლინური პასუხისმგებლობა. მინდა ვთქვა, რომ მეორე ტურის დროს დაწერილი საჩივრების რაოდენობა გაცილებით მეტი იყო თელავის ოქლში, ვიდრე წინა ტურისგან ან წინა წლებში ჩატარებული სხვა დონის არჩევნებისგან განსხვავებით.’’