,,საქართველოს სამარიტელთა კავშირმა” პროექტის პრეზენტაცია გამართა
თელავში, ,,საქართველოს სამარიტელთა კავშირმა” ხანდაზმულთა შინ მოვლის პროექტის პრეზენტაცია გამართა. როგორც ,,სამარიტელთა კავშირის’’ თელავის კოორდინატორი, ნატო დაღუნდარიძე აცხადებს, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა პროექტის ადგილობრივი თვითმმართველობის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის გაცნობა.
შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ.
როგორც ,,სამარიტელთა კავშირის’’ თელავის კოორდინატორი, ნატო დაღუნდარიძე აცხადებს, მოხუცების შინ მოვლის პროექტი, რომელსაც ორგანიზაცია თელავში ორი წლის განმავლობაში ანხორციელებდა,დასასრულს მიუახლოვდა.
მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში მარტოხელა მოხუცების შინმოვლის სისტემა აწყობილია, რომელიც მერიამ ან თვითმმართველი თემის ხელმძღვანელობამ უნდა გადაიბაროს და გააგრძელოს.
,,პროექტი ითვალისწინებს მარტოდ მცხოვრები ხანდაზმულების ოჯახურ პირობებში მოვლას, მათთვის ღირსეული და შესაფერისი სამედიცინო და სოციალური მომსახურების გაწევას. პროექტის ფარგლებში თელავში შერჩეულია 70 ბენეფიციარი, რომელთა შინ მოვლაც დადგენილი სტანდარტებით ხორციელდება. პროექტს ორი სამიზნე ჯგუფი ჰყავს, ქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრები მოხუცები და დევნილები, რომლებიც პროექტის ფარგლებში დასაქმდნენ. საქართველოს სამარიტელთა კავშირის პროექტს ავსტრიელ და გერმანელ სამარიტელებთან ერთად ავსტრიის განვითარების სააგენტოც აფინანსებს. პროექტი ორ წლიანი იყო და დასასრულს უახლოვდება. ამ ორი წლის განმავლობაში, ჩვენი თანამშრომლები იყვნენ იძულებით გადაადგილებული პირები და სწორედ ეს არის ჩვენი პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტიც. ‘’