2 აგვისტოს დედოფლისწყაროში ქართულ ჭიდაობაში ტურნირი გაიმართება
2 აგვისტოს, ქ. დედოფლისწყაროში გაიმართება ქართული ჭიდაობის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტის, თამაზ თამაზაშვილის სახელობის ტურნირი ქართულ ჭიდაობაში. ტურნირში გურჯაანიდან 10 სპორტსმენი იასპარეზებს.
გამარჯვებულთათვის დაწესებულია ფულადი ჯილდოები. პირველ ადგილზე გასულ მოჭიდავეს 700 ლარი, მეორეზე გასულს – 500 ლარი, ხოლო მესამე ადგილზე გასულ სპორტმენს 300 ლარი გადაეცემა.