ახალი ამბები

5 ათასზე მეტი წამლის ურეცეპტოდ გაყიდვა აიკრძალება

პირველი სექტემბრიდან 5 ათასზე მეტი წამლის ურეცეპტოდ გაყიდვა აიკრძალება.

ესენია: მეორე ჯგუფის მედიკამენტები: ანტიდეპრესანტები, საძილე საშუალებები, სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატები და იმუნომოდულატორები.

მოქალაქეებს რეცეპტის გარეშე მხოლოდ მესამე ჯგუფს მიკუთვნებული 3 ათას 306 მედიკამენტის შეძენა შეეძლებათ. ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე დაამტკიცა მეორე ჯგუფის მედიკამენტების რეცეპტების გამოწერის წესი და ფორმა ნომერი 3.

მინისტრის განცხადებით, რეცეპტურის ინსტიტუტის ამოქმედების მიზანი იმ მედიკამენტებზე თავისუფალი ხელმისაწვდომობის შეზღუდვაა, რომელთა არასათანადო გამოყენებამ შესაძლოა ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას. 

საგანგებო შემთხვევებისთვის, დავით სერგეენკოს თქმით, აფთიაქებში იქნება გადაუდებელი მედიკამენტების ნაკრები, რომელთა ყიდვაც ურეცეპტოდ იქნება შესაძლებელი.