ახალი ამბები

კახეთში დაგესვლის 5 შემთხვევა და შხამიანი მწერების 15 ნაკბენი დაფიქსირდა

ნელი ხიზანიშვილი, კახეთში დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი:
,,მაისში დედოფილისწყაროში დაფიქსირდა გველის1 ნაკბენი, ხოლო შხამიანი მწერების ნაკბენის 7 შემთხვევა მოხდა დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში. ივნისში დედოფლისწყაროში დაფიქსირდა გველის 4 ნაკბენი, ხოლო დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში შხამიანი მწერის 8 ნაკბენი. კახეთის დანარჩენ 6 მუნიციპალიტეტში ამ დრომდე არ დაფიქსირებულა არც გველის და არც შხამიანი მწერების ნაკბენის შემთხვევა“.

ხიზანიშვილის თქმითვე, კახეთში არსებული ყველა საავადმყოფო მომარაგებულია გიურზას, გველგესლას და პოლივალენტურის საწინააღმდეგო შრატებით.