სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები 2015 წლის აპრილიდან დაიწყებს ფუნქციონირებას
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიას თქმით, სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების აქტიური გამოყენებით სოფლის მეურნეობისთვის მიყენებული ზარალის მინიმუმამდე შემცირებაა შესაძლებელი და შესაბამისად, ამ მიმართულებით გლეხი დაზღვეულია რისკებისგან.
სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები 2015 წლის აპრილიდან დაიწყებს ფუნქციონირებას და სრულად დაფარავს კახეთის რეგიონს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილი ახალი სისტემის გამოყენება ეკოლოგიასა და კლიმატს საფრთხეს არ უქმნის.