თესაუს სტუდენტები სტაჟირებას იუსტიციის სახლებში გადიან
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და იუსტიციის სამინისტროს შორის ურთიერთთანამაშრომლობის მემურანდუმი 4 ივნისს გაფორმდა, რომელიც ითვალისწინებდა სტუდენტების დასაქმებას ორ თვიან სტაჟირებაზე საქართველოს იუსტიციის სახლებში.
როგორც თესაუს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი შალვა ჭკადუა აცხადებს, ამ დროისთვის, მემურანდომის ფარგლებში თესაუს 6 სტუდენტი სტაჟირებას გადის თელავისა და ყვარლის იუსტიციის სახლში:
,,მემურანდომის ფარგლებში საჯარო სამართლისა და სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები სტაჯირებას და პრაქტიკებს გადიან თელავისა და ყვარლის იუსტიციის სახლებში რაც ხელს შეუწყობს მომავალში კონკურენტუნარიანი კადრის გაშვებას სამუშაო ბაზარზე“.
თელავის იუსტიციის სახლის მენეჯერის, გიორგი ბაბუაშვილის, თქმით, მემურანდუმის ფარგლებში თესაუს სტუდენტი აქტიურად არის ჩართული სამუშაო პროცესში:
,,თელავის იუსტიციის სახლში სტაჟირებას გადის თესაუს 5 სტუდენტი. სტაჟირება დაიწყო 5 ივლისს და დასრულდება 5 სექტემბერს. მემურანდუმის ფარგლებში შესაძლებელია კიდევ გაგრძელდეს მსგავსი ნაკადების მიღება“.