სოფელ ჭანდარში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში “ ხორციელდება. როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, ბაღის რეაბილიტაციისთვის 6 000 ლარი დაიხარჯება და სამუშაოებს ი/მ „გიორგი გოგინაშვილი“ შეასრულებს.
სოფელ ჭანდარში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ ასევე რამდენიმე უბანში მოეწყო გარეგანათება და სანიაღვრე არხები.
შეგახსენებთ, წელს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სოფელ ჭანრდისთვის 38 597 ლარი გამოიყო.