სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში გვალვის გამო ვენახები ნადგურდება
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხორნაბუჯში, ანაგში, მაჩხაანში, საქობოში, ვაქირსა და სხვა რამდენიმე სოფელში გვალვის გამო ვენახები ნადგურდება.
მათი თქმით, უყურადღებობის შემთხვევაში, შესაძლოა ისინი ყურძნის მოსავლის გარეშე დარჩნენ, რის გამოც მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. მევენახეების თქმით, მათ ამ ეტაპზე ყველაზე მეტად სარწყავი სისტემის აღდგენა სჭირდებათ, რომ არათუ ყურძნის, ვაზის გადარჩენა მაინც მოახერხონ
,,ისეთი საშინელი სიცხეა და შესაძლოა ყურძნის გარდა ვაზიც დაზიანდეს. არადა ყოველწელს დიდ მოსავალს ვიღებდი, 9 ტონა ყურძენს ვკრეფდი ხოლმე. ახლა კი იმის გამო რომ გვალვაა და ვენახის მორწყვას ვერ ვახერხებ, შესაძლოა ერთი ტონა ყურძენიც ვერ მოვკრიფო. მტევნები სულ დამწვარია. მოგვაქვს ხოლმე წყალი სპეციალური ცისტერნებით, რომელიც ძალიან ცოტაა, მაგრამ ძვირი გვიჯდება. ერთი ცისტერნა წყლის მოტანა, რომელიც სავარაუდოდ 6 ტონიანია, 80 ლარამდე ჯდება. ”- აცხადებს სიღნაღელი მევენახე გია თათარაშვილი.
ადგილობრივი მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს.