წელს ყურძნის ფასი არ გაიზრდება
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავჯდომარე, ლევან დავითაშვილი და კახეთის გუბერნატორი, ირაკლი შიოლაშვილი, სოფელ კურდღელაურში, მევენახეებს შეხვდნენ და რთველი 2014-ის შესახებ ისაუბრეს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, უკვე დაიწყო ახალი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ყურძნის ისეთი ჯიშების გამრავლებას, რომელიც კახეთში ამ დრომდე მივიწყებული იყო:
,,ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მოხდება ნერგების დარიგება იმ ბენეფიციარებზე, რომლებიც დაინტერესებული იქნებიან ყურძნის სხვადასხვა უნიკალური ჯიშების გამრავლებით. ნერგების დარიგება, სავარაუდოდ, შემოდგომაზე დაიწყება. წელს, კილოგრამი ყურძნის ფასი 1 ლარზე ნაკლები არ იქნება“.