ახალი ამბები

თინა ხიდაშელი – პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის პრემიის ან დანამატის მიღება აიკრძალება

ცვლილების მიხედვით, პოლიტიკური თანამდებობის პირებზე პრემიები აღარ გაიცემა. ხიდაშელის ინფორმაციით, არ შეიძლება თანამდებობის პირი ასტრონომიული მაჩვენებლის პრემიას იღებდეს, კანონი კი სწორედ ამას დაარეგულირებს.

,,პირველ რიგში, პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის აიკრძალება რაიმე პრემიის ან დანამატის მიღება, ასევე იმ პირებისთვის, რომლებიც გამგებლები, საკრებულოს, აჭარის უმაღლესი საბჭოს და პარლამენტის წევრები არიან. ასევე პრემია არ გაიცემა პარლამენტის მიერ არჩეულ პირებზე.

დაახლოებით იგივე სქემით წავალთ რაც არის მთავრობის გადაწყვეტილებაში. არ შეიძლება ადამიანი პრემიას იღებდეს ყოველდღე, ყოველ კვირა და ყოველთვე. ეს არ არის პრემია და ვის ვატყუებთ”, – აცხადებს თინა ხიდაშელი ჟურნალისტებთან საუბარში.
კანონპროექტს პარლამენტი სავარაუდოდ საშემოდგომო სესიის დაწყებამდე მიიღებს.