ახალი ამბები

ხანძარმა დედოფლისწყაროში ლიპატოვების ოჯახი დააზარალა

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ, თუმცა სათავსოს გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 „შეტყობინების მიღებიდან 3 წუთში შემთხვევის ადგილზე ვიყავით, თუმცა სათავსოს გადარჩენა ვერ შევძელით, რადგან შენობა მოძველებული ხის ნაგებობა იყო“-განაცხადა სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსმა გიორგი ნასრაშვილმა.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი გაუმართავმა და მოძველებულმა ელექტროგაყვანილობამ გამოიწვია.