გურჯაანის საკრებულომ ახალი კომისიის თავმჯდომარეები აირჩია
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულომ მეორე სხდომა დღეს გამართა, სადაც განიხილეს საკრებულოს ფრაქციების დაფუძნებისა და 5 სხვადასხვა კომისიის თავმჯდომარის დანიშვნის საკითხები. კენჯისყრის შედეგად კომისიის თავმჯდომარეები გახდნენ:
სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარედ ზაქარია ქაჩლიშვილი დაინიშნა, რომელმაც 28 ხმა მიიღო, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ხაზიური გახდა ანალოგიური ხმების რაოდენობით. იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ ბექა მაისურაძე დაინიშნა 24 ხმით. სოციალურ საკითხთა, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარედ საკრებულომ ნათია გიორგაძის კანდიდატურას დაუჭირა მხარი 28 ხმა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ 27 ხმით გივი ამისულაშვილი აირჩიეს.
რაც შეეხება საკრებულოში ფრაქციების განაცხადების რაოდენობას, ის შვიდს შეადგენს და ესენია:
1.„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”
2.„ქართული ოცნება–რესპუბლიკელები”
3.„ქართული ოცნება –ეროვნული ფორუმი”
4.„ქართული ოცნება–თავისუფალი დემოკრატები”
5.„დამოუკიდებელი მაჟორიტარები”
6.„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
7.„ქრისტიან კონსერვატორები”
დღევანდელ სხდომას მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები არ ესწრებოდნენ