ახალი ამბები

მოსწავლეები წიგნებს უფასოდ მიიღებენ

ახალი სასწავლო წლიდან, მოსწავლეები წიგნებს უფასოდ მიიღებენ. თელავის მუნიციპალიტეტის რესურს ცენტრის ხელმძღვანელის, ლია ბაზიერაშვილის განცხადებით, მოსწავლეებს შეუძლიათ კვლავ ისარგებლონ  საჯარო სკოლების ბიბლიოთეკებიდან . მისივე თქმით, რაც შეეხება დაზიანებულ წიგნებს, ისინი მოსწავლეებს აღარ დაურიგდებათ და მას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახლით ჩაანაცვლებს.