ახალი ამბები

ლომისის წმ.გიორგის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

ლომისის წმ.გიორგის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხოველში ლომისის წმ.გიორგის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ფხოველის „ლომისა“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც ადრეულ შუა (VIII-IX ) საუკუნეებს მიეკუთვნება. ეკლესია დარბაზული ტიპისაა და ე.წ. „კიკოს“ ტყეში მდებარეობს. . სარეაბილიტაციო სამუშაოები ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსა, პროექტის ავტორი კი არქიტექტორი ნოდარ მინდორაშვილია მიმდინარე წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის შუამდგომლობით, ფონდი “ქართუს” დაფინანსებით 7 ძეგლს ჩაუტარდა რეაბილიტაცია.