ახალი ამბები

საქართველოში იმპორტირებული ბენზინის დიდი წილი ევროპულია

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2014 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან – 138,1 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 35,9 %-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: აზერბაიჯანი – 92,5 ათასი ტონა – 24,0 %; ბულგარეთი – 63,6 ათასი ტონა – 16,5 %; საბერძნეთი – 40,2 ათასი ტონა – 10,4%; რუსეთი – 35,7 ათასი ტონა – 9,3%, თურქმენეთი – 13,1 ათასი ტონა – 3,4%.

როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში ამბობენ, ცალკე უნდა გამოვყოთ ბენზინის იმპორტი. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ბენზინის იმპორტმა შეადგინა 171,9 ათასი ტონა, რომლიდან ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან – 89,9 ათასი ტონა – 52.3%. შემდეგ მოდიან: ბულგარეთი – 53,6 ათასი ტონა – 31.2%,საბერძნეთი – 26,4 ათასი ტონა – 15.3%, აზერბაიჯანი – 1,6 ათასი ტონა – 0.9%, რუსეთი – 0,5 ათასი ტონა – 0.3%.

მათივე ინფორმაციით, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად იზრდება საბერძნეთიდან საწვავის იმპორტი. კერძოდ, საქართველოს ბაზარზე დაბრუნდა ბერძნული “ეკოს” საწვავი, რომლის ხარისხობრივი მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია: 2014 წლის თებერვლიდან უკვე „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ ქსელში ხელმისაწვდომი „ეკო სუპერის“ ტიპის ბენზინში გოგირდის შემცველობა არის 8-10 ერთეული (ნორმა – არა უმეტეს 150 მგ/კგ); „ეკო პრემიუმის“ ბენზინში: ოქტანური რიცხვი – 96 ერთეული, გოგირდის შემცველობა – 6,1 ერთეული; „ეკო რეგულარის“ ბენზინში: ოქტანური რიცხვი – 92 ერთეული, გოგირდის შემცველობა – 18,4 ერთეული; “ეკო დიზელის“ საწვავში გოგირდის შემცველობა არის – 4,6 ერთეული (ნორმა არა უმეტეს 200 მგ/კგ).