ბაკურციხე – გურჯაანის საავტომობილო გზის მშენებლობა გაგრძელდება
30 წლის წინ დაწყებული ბაკურციხე – გურჯაანის საავტომობილო გზის მშენებლობა 2015 წლიდან დაიწყება. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მსოფლიო ბანკმა დააფინანსა.
ბაკურციხელების თქმით, აღნიშნული გზის რეაბილიტაცია აუცილებელია დასახლებული პუნქტის გადატვირთული სატრანზიტო მოძრაობისგან განთავისუფლებისა და გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევების თავიდან ასაცილებლად.