სექტემბრიდან ასოცირების ხელშეკრულების 80% ამოქმედდება
ფანჯიკიძის თქმით, ხელშეკრულების რატიფიცირების შემდეგ ის ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას.
,,პლენარულ სხდომაზე მოხდება ხელშეკრულების რატიფიცირება. ორშაბათს მივემგზავრები ბრიუსელში, აღმოსავლეთი პარტნიორობის მინისტერიალზე, სადაც იქნება 28 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი და სადაც მე, რატიფიცირების სიგელს ჩავიტან. პირველ რიგში ამით დასრულდება პროცედურები. ასოცირების ხელშეკრულების დროებითი გამოყენება პირველი სექტემბრიდან დაიწყება. ამოქმედდება ხელშეკრულების 80% და ეს პირველ რიგში ეხება ღრმა და ყოვლისმომცვლელი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების საკითხებს”, – განუცხადა ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს.