გუბერნატორი ატმის რეალიზების პროცესს დაესწრო
კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი ჩუმლაყში იმ კომპანიის წარმომადგენელს შეხვდა, რომელსაც ატამი სარეალიზაციოდ რუსეთის ბაზარზე გააქვს.ინფორმაციას ტელეკომპანია ,,გურჯაანი” ავრცელებს.
ირაკლი შიოლაშვილის თქმით, ის რომ რეგიონში გლეხს შეუძლია ნებისმიერ პუნქტში მიიტანოს და ერთ ლარად ჩააბაროს მოწეული ატამი, სწორედ ეს არის სწორი პოლიტიკის შედეგი,რასაც მთავრობა დღესდღეობით ახორციელებს კახეთში.
,, ამ თვალსაზრისით დღეს კახეთი მოწინავეა იმ ფონზე, რომ ყურძენზე შარშანაც გვქონდა და წელსაც ველოდებით უპრეცედენტო ფასებს. ჩვენ შევძელით და ატმის პრობლემა თავიდან ბოლომდე მოგვეხსნა.რუსეთმა კი გაგვიხსნა ბაზარი არა მარტო ატმისთვის, არამედ საზამთროსა და სხვადასხვა ხილისთვის. ასე რომ ეკონომიკის მხრივ წინსვლებს ველოდებით.”