ახალი ამბები

კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში ახალი საკრებულოების თავმჯდომარეები აირჩიეს

კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში, გურჯაანში, ლაგოდეხში,დედოფლისწყაროსა და სიღნაღში, ახალი საკრებულოების თავმჯდომარეები აირჩიეს.

დედოფლისწყაროში ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ ნუგზარ პაპიაშვილი აირჩიეს. მისი კანდიდატურა დეპუტატებს ახლადარჩეულმა საკრებულოს თავმჯდომარემ ზვიად ჯავახიშვილმა წარუდგინა. თავმჯდომარის მსგავსად, მოადგილის კანდიდატურაც ფარული კენჭისყრით აირჩიეს. 

ლაგოდეხის
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ „ეროვნული ფორუმის“ წევრი გოდერძი ბარბაქაძე აირჩიეს. ბარბაქაძეს კანდიდატურას საკრებულოს 30 წევრიდან 16–მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 

სიღნაღში საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე-არჩილ მჭედლიშვილი, გოჩა ტოკლიკიშვილმა შეცვალა, რომელიც “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის მესამე ნომერი იყო. ახალ თავმჯდომარეს მხარი 24- მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგ კი ხმა 4 -მა დეპუტატმა მისცა.
დღესვე სიღნაღში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევაც მოხდა. თემურ ჯავაშვილი კოლეგებმა აღნიშნულ თანამდებობაზე 24 ხმით დაამტკიცეს.

დღეს გურჯაანშიც მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა. სხდომა გურჯაანის საოლქო კომისიის თავჯდომარემ ნატალია ბეგაშვილმა გახსნა.
საკრებულოს პირველ სხდომას უხუცესი დეპუტატი აკაკი ფოცხვერაშვილი უძღვებოდა.

საკრებულოს დეპუტატებმა ფარული კენჭისყრით 34 ხმით 2 ის წინააღმდეგ, საკრებულოს თავმჯდომარედ ვანო ბერიძიშვილი აირჩიეს, ხმის დამთვლელმა კომისიამ 1 ბიულეტენი ბათილად სცნო.

დღესვე თავმჯდომარის მოადგილედ დეპუტატებმა ზვიად ყვირალაშვილი აირჩიეს. საკრებულოს პირველ სხდომას ახლად არჩეული მუნიციპალიტეტის გამგებელი გივი გერგიძე ესწრებოდა.