დედოფლისწყაროში არჩევნების ხელშეშლაში ბრალდებულებს 5000 ლარიანი გირაო შეუფარდეს
როგორც ,,ჰერეთი” ავრცელებს ინფორმაციას, დედოფლისწყაროს N14-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ პირებს, “ნაციონალური მოძრაობის” დედოფლისწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს ზურაბ ყოჩიაშვილს და პარტიის წარმომადგენელს, მამუკა ბაღაშვილს სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. პროკურატურა ორივე პირის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალი ჯგუფურად ჩადენილ ხულიგნობაში ედებათ. სასამართლო პროცესს “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები დაესწრნენ.