ახალი ამბები

კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯში „აისი“ სტუდენტების მიერ შესრულებული თექის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო

პროფესიულ განათლებაში სახელოვნებო დარგების განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით, კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯში „აისი“ სტუდენტების მიერ შესრულებული თექის ნამუშევრებისა და ცნობილი მხატვრების, ხატმწერების, ფოტოხელოვანების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. ასევე გაიმართა სტუდენტთა მიერ წარმოებული ღვინის დეგუსტაცია და დაჯილდოების ცერემონიალი.

ამავე დღეს საფუძველი ჩაეყარა ილია ჭავჭავაძის სახელობის ხელოვნების სასახლეს. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მინისტრის მოადგილეები დაესწრნენ. მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ ხელოვნების სფეროს ცნობილი წარმომადგენლები.