ახალი ამბები

თელავში თეიმურაზ წიკლაურის საიუბილეო საღამო გაიმართა

თელავის დრამატულ თეატრში სახალხო არტისტის, თეიმურაზ წიკლაურის საიუბილეო საღამო გაიმართა. მომღერალმა თავისი შემოქმედებიდან რამდენიმე სიმღერა შეასრულა. კონცერტის დასასრულს კი მოწვეულმა სტუმრებმა მას საჩუქრები გადასცეს.

კონცერტის ორგანიზატორი იყო თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობა, კულტურის სამსახური და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაცია.

იხილეთ ვიდეო: