“ახმეტაჰესი” დღეიდან ამუშავდება
ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე ახმეტის რაიონის სოფელ ქისტაურში, დღეს “ახმეტაჰესის” ექსპლუატაციაში გაშვების ცერემონიალს დაესწრება.
პროექტის საინვესტიციო ღირებულება 9,8 მილიონ აშშ დოლარია. ინვესტიცია ბულგარულმა კომპანია “ჰიდროლეამ” ადგილობრივი ბანკებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების თანადაფინანსებით განახორციელა.