თელავის მერობის ერთ-ერთ კანდიდატს გიორგი მოსიაშვილს თავს დაესხნენ
გიორგი მოსიაშვილს, თელავის მერობის კანდიდატს არასაპარლამენტო ოპოზიციიდან, თელავში პარტიის ოფისისი ტერიტორიაზე თავს დაესხნენ. მოსიაშვილის თქმით, თავდამსხმელი თელაველი ბიზნესმენის შოთა დემინაშვილის (ე.წ. ლეკი) დავალებით დაესხა.
პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, ინცინდენტის მიზეზი მოსიაშვილის გუშინდელი განცხადება გახდა, რომელიც საწვავისა და ბუნებრივი აირის ფასებს შეეხებოდა. ამ დროისთვის გიორგი მოსიაშვილის და თანაპარტიელი ნიკა ვარდოშვილი დაკითხვაზე იმყოფებიან.
ვიდეო კომენტარს ცოტა ხანში შემოგთავაზებთ