ახალი ამბები

საქართველოში ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი

საქართველოში დღეს საღამოდან, ერთი დღის განმავლობაში, ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი. როგორც “ინტერპრესნიუსს” გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს ტერიტორიაზე დღეს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებიდან შემომავალი შედარებით ცივი და ნოტიო, ხოლო სამხრეთიდან ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედების შედეგად, ადგილი ექნება ამინდის მკვეთრ გაუარესებას, რაც ქვეყნის უმეტეს ნაწილზე გამოიწვევს ნალექს, ზოგან ძლიერს. 
 
სამინისტროს ინფორმაციით, შესაძლებელია სეტყვა და დროგამოშვებით ქარის შტორმული გაძლიერება. ცალკეულ მდინარეებზე, განსაკუთრებით პატარა მდინარეებსა და მშრალ ხევებში კი შესაძლებელია წყალმოვარდნები აღინიშნოს. ამინდის ექსტრემალური პირობები შეიძლება 3 ივნისის საღამომდე შენარჩუნდეს.