ახალი ამბები

კახეთის 7 სკოლაში მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში კახეთის რეგიონის საჯარო სკოლებში მანდატურის 7 ვაკანსია გამოცხადდა.

ა) თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი ნაფარეული – 1 ვაკანსია;

ბ) სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელი ვაქირი – 2 ვაკანსია;

გ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელი ბადიაური – 2 ვაკანსია;

დ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელი შრომა – 2 ვაკანსია;

 კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა   დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: hr@mandaturi.gov.ge

კონკურსის (გასაუბრება და ფიზიკური მზაობის შემოწმება) შედეგად შერჩეული კანდიდატები გაივლიან მოსამზადებელ კურსებს სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიაში;

მოსამზადებელი კურსების ხანგრძლივობაა თვე-ნახევარი;

 მანდატურობის კანდიდატის მიერ მოსამზადებელი კურსების შეწყვეტის ან/და მოსამზადებელი კურსების დაუძლევლობის შემთხვევაში, ასევე  მოსამზადებელი კურსების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის აღების შემდგომ, თუ პირი უარს განაცხადებს მანდატურად დანიშვნაზე, ასევე დანიშვნიდან 1 კალენდარული წლის განმავლობაში პირადი განცხადების საფუძველზე მოითხოვს სამსახურიდან განთავისუფლებას, ვალდებულია მანდატურის სამსახურს აუნაზღაუროს მოსამზადებელი კურსის ღირებულება სრული მოცულობით. კანდიდატი ანაზღაურების ვალდებულებისაგან თავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ მანდატურობის კანდიდატმა ვერ დაძლია ფიზიკური მომზადების კომპონენტი.

 დაინტერესებულ კანდიდატს ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის, გასაუბრების ფორმისა და დროის, კონკურსის შედეგების თაობაზე მიეწოდება პირადი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;

კონკურსში მონაწილე პირთა განცხადებების მიღება იწარმოებს 2026 წლის 08 ივლისიდან – 2026 წლის 16 ივლისის ჩათვლით;

დეტალური ინფორმაცია იხილეთ: http://mandaturi.gov.ge/new/381-mandaturta-shesarchevi-konkursi