ახალი ამბები

„სამართლიანმა არჩევნებმა“ ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი გამოავლინა

სამართლიანმა არჩევნებმა“ ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი გამოავლინა, რომლებიც გამოყენებული იქნა პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად.
 ამავე ანგარიშის მიხედვით ჩანს, რომ ტროლებისა და ბოტების აქტივობა 2022 წელს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ინტენსიურად შეიქმნა საქართველოს მოსახლეობაზე პოლიტიკური ზეგავლენის მოხდენის მიზნით.
ანგარიშების შესწავლამ აჩვენა, რომ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ერთმანეთთან დაკავშირებული ნიშნებით გამოირჩევა. პროფილები ხშირად შექმნილია ერთსა და იმავე დღეს ან დროის მცირე ინტერვალში, იყენებენ მსგავსი ტიპის ვიზუალურ მასალას, იწერენ იდენტურ გვერდებს, აზიარებენ ერთსა და იმავე პოსტებს და ავლენენ კოორდინირებული ქცევის სხვა მახასიათებლებს.
გამოვლენილი გარემოებების შედეგად იკვეთება, რომ ეს ქსელები ქმნიან ყალბი ანგარიშების უფრო ფართო ქსელს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, რომლის მიზანიც სოციალური მედიის პლატფორმაზე პოპულარობისა და მხარდაჭერის შთაბეჭდილების ხელოვნურად შექმნაა., – აღნიშნულია ანგარიშში.
დეტალურად გაეცანით კვლევის შედეგებს. https://www.facebook.com/isfed.official