თელავი ჩოგბურთის ყოველწლიურ Tennis Europe-ის 14-წლამდელთა საერთაშორისო ტურნირებს მასპინძლობს
ტურნირი საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ორგანიზებითა და Tennis Europe-ის ეგიდით, 2026 წლის ივნისში დაიწყო.
სამივე ტურნირი Tennis Europe Category 3-ს განეკუთვნება და ახალგაზრდა ჩოგბურთელებს შესაძლებლობას აძლევს დააგროვონ მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცდილება და მოიპოვონ Tennis Europe-ის რეიტინგისთვის საჭირო ქულები.
ტურნირების მიმართ მაღალი საერთაშორისო ინტერესი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს მზარდ მნიშვნელობას ევროპის ახალგაზრდულ საჩოგბურთო კალენდარში.
„Telavi Open 2026“ ქართველმა ჩოგბურთელმა გიორგი კინწურაშვილმა ერთეულთა და წყვილთა თანრიგში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ფინალისტი კიდევ ერთი ქართველი ჩოგბურთელი, იაკობ სვანაძე გახდა, რომელმაც ტურნირზე მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა.

