ახალი ამბები

დედოფლისწყაროში ალოობა – ხორბლის მოსავლის აღების პროცესი დაიწყო

 შარშანდელი მოსავლის 10-15% ჯერ კიდევ გაუყიდავია, რადგან ბაზარზე ადგილობრივ ხორბალზე მოთხოვნა დაბალია.
მოსავლის აღება ერთდროულად იწყება კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში, რაც გარკვეულ სირთულეს ქმნის მოსავლის აგროვადების დაცვით აღებისა და დაბინავების კუთხით, რადგან ტექნიკაზე მოთხოვნა იზრდება.
ამჟამად პროცესი პიკურ პერიოდშია და მოსავლის დაბინავება რესურსებს ითხოვს. წელს მარცვლეული კულტურების კარგი მოსავალია. ბოლო პერიოდში ფერმერების ცოდნა და გამოცდილება გაიზარდა, ისინი იყენებენ თანამედროვე მიდგომებს, ფართობებზე ახორციელებენ თესლბრუნვას, ზრუნავენ ნიადაგის ნაყოფიერებაზე და პროდუქტიულობაზე. ჩვენ შეგვიძლია ვაწარმოოთ მაღალპროდუქტიული და ხარისხიანი მარცვლეული კულტურები, მათ შორის, ხორბალი და ქერი, თუმცა ხორბალზე მოთხოვნა არ იზრდება და მოსავლის გაყიდვა დიდ პრობლემას ქმნის.
 მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ბენიაიძე განმარტავს, რომ მთავრობა დარგის პრობლემებით უნდა დაინტერესდეს.
„ძალიან დაბალია ფასები და მყიდველი არ არის. ისევ გასაყიდია ძველი მოსავალი და დიდი პრობლემებია. როგორც ფქვილზე მოხდა დამატებითი საფასურის შემოღება, ასევე უნდა მოხდეს საფურაჟე ხორბალზე და ქერზე. ორი გამოსავალია: ერთი ნაბიჯი გადადგა მთავრობამ გადასახადის დაწესებით და კარგია, მაგრამ ეს არის მხოლოდ სასურსათო ხორბლისთვის. ხორბალს მინიმალურ ფასად, 70 თეთრადაც არავინ ყიდულობს. 1000 ტონიანი კვოტა იყო დადგენილი, რომლის ფარგლებშიც ფერმერების ნაწილმა გაყიდა ცოტა მოსავალი, მაგრამ ამან დაგვანახა, რომ გაცილებით მეტი ფერმერია დაზარალებული და მეტი ოდენობის მარცვლეული არის გასაყიდი. ”,- განუცხადა knews.ge-ს ნიკოლოზ ბენიაიძემ.