აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6751 ლარი გახდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6751 ლარი გახდა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6758 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0007 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1034 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1079 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0045 ლარი შეადგინა.

