ახალი ამბები

21-22 მაისს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უამინდობაა

ისევ წვიმა. 21-22 მაისს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უამინდობაა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21-22 მაისს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექმა შესაძლოა მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
„21-22 მაისს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.