ახალი ამბები

მანქანა, რომლითაც მოსწავლეები გადაადგილდებოდნენ, რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა

ავტო საგზაო შემთხვევა ,,ბოლო ზარის” აღნიშვნისას. მანქანა, რომლითაც მოსწავლეები გადაადგილდებოდნენ, რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შემთხვევა თელავში, წინანდლის გზაზე, 19 მაისს, საღამოს მოხდა.
გადაჭარბებული სიჩარით მოძრავ მანქანაში მყოფი ვაზისუბნის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები მსუბუქად დაშავდნენ., – ინფორმაციას გამოცემა „პრაიმ ტაიმი“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია მოსწავლის მშობელიც, რომელსაც სამედიცინო დახმარება გაეწია.
სკოლის დამთავრებისას „ბოლო ზარის“ აღნიშვნა ბევრი ოჯახისთვის გამოწვევაა.
ძვირადღირებული ტანისამოსი, წვეულება, ვიდეოგადაღება, ლიმუზინის დაქირავება და ბოლოს, ქუჩებში ავტომობილებით რბოლა საქართველოში „ბოლო ზარის“ შემადგენელ ნაწილად არის ქცეული. შვილის სკოლის დასრულება ბევრი მშობლისთვის სერიოზული ფინანსური ტვირთია.
ბოლოს ზარის წვეულების ტრადიცია ხშირად ხაზს უსვამს სოციალურ უთანასწორობასაც – სასწავლო წლის ბოლოს სოციალურ ქსელებში, ჯგუფებში ხშირად ნახავთ პოსტებს, სადაც მეთორმეტეკლასელი გოგონები დახმარებას ითხოვენ, – „იქნებ, შეღავათიან ფასად გამიკეთოთ შილაკი“, „იქნებ, ვინმეს ჰქონდეს კაბა“ და ასე შემდეგ.