ტელეწამყვანი ტროტუარზე დგომის გამო დააპატიმრეს
ნანუკა ჟორჟოლიანს ტროტუარზე დგომის გამო 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
19 მაისს ტროტუარზე დგომის გამო ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანს 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მაკარაძემ მიიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ჟორჟოლიანს 2025 წლის 16 დეკემბერს პარლამენტის წინ ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავებოდა.

