თელავში 4 500 მაყურებელზე გათვლილი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სტადიონის მშენებლობა იგეგმება
თელავში არსებული ამორტიზებული სტადიონის ნაცვლად დაგეგმილია 4 500 მაყურებელზე გათვლილი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სტადიონის მშენებლობა.
უეფას III კატეგორიის სტადიონის პროექტირება უკვე აქტიურად მიმდინარეობს
ახალ სტადიონზე მოეწყობა გასახდელები, საშხაპეები, სამედიცინო და ფიზიოთერაპიის ოთახები, დოპინგ-კონტროლის სივრცე, საკონფერენციო დარბაზი და მედიაცენტრი
გათვალისწინებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურისა და ავტოსადგომის მოწყობა
ახალი სტადიონი უზრუნველყოფილი იქნება თანამედროვე სარწყავი, უსაფრთხოების, განათებისა და ტრანსლაციისთვის საჭირო აუდიო-ვიზუალური სისტემებით.

