სურსათის სააგენტომ “ლიბრე” შეამოწმა და დააჯარიმა
„ლიბრე“ სასურსათო სივრცეში კატის გამო დაჯარიმდა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 5000 ლარით დააჯარიმა სუპერმარკეტების ქსელი “ლიბრე”. გარდა ამისა, საწარმოო პროცესი შეუჩერდა თბილისში, რუსთავის გზატკეცილი #19-ში მდებარე მაღაზიას.
როგორც სააგენტოში განმარტავენ, არაგეგმიური ინსპექცია მას შემდეგ ჩატარდა, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მაღაზიაში, ძეხვეულის მაცივარში კატაა შესული. ამ მიზეზით ადგილზე მისულმა ისპექცის თანამშორმლებმა ობიექტზე ვადაგასული პროდუქცია აღმოაჩინეს და დადგენილი ნორმების კრიტიკული შესაბამობა აღმოაჩინეს. სწორედ ეს გახდა დაჯარიმებისა და საწარმოო პროცესის შეჩერების საფუძველი.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე (ცხოველის, კატის არსებობა სასურსათო სივრცეში), სახელმწიფო კონტროლი (არაგეგმური ინსპექტირება) განახორციელა ს/ს „ნიკორა ტრეიდში“ („ლიბრე“, ს/კ 206255808 მის: ქ. თბილისი, რუსთავის გზატკეცილი 19). ინსპექტირებისას ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობების განმეორების ფაქტი, ასევე ვადაგასული სურსათის რეალიზაცია, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა 5000 ლარით და შეუჩერდა კონკრეტული საწარმოო პროცესი. ვადაგასული სურსათი დაილუქა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდება.
სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, სურსათის შეძენისას ყურადღება მიაქციოს ეტიკეტს, სურსათის შენახვისა და რეალიზაციის პირობებს და ნებისმიერი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, აცნობოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს – 1501. არცერთი შეტყობინება რეაგირების გარეშე არ დარჩება.
შეატყობინეთ სურსათის დარღვევების თაობაზე კკახეთის ხმა / knews.ge-ს. შეგიძლიათ მოგვწეროთ მესინჯერის საშუალებით

