კახეთის ზოგიერთ რაიონს ელექტრო ენერგია შეეზღუდება
ორშაბათს, 18 მაისს ელექტრო ენერგიის მიწოდება გეგმიური სამუშაოების გამო შეეზღუდება შემდეგ მუნიციპალიტეტებს:
ყვარლის მუნიციპალიტეტში
14:00- დან 18:00 საათამდე სოფ: შილდას, ახალსოფელს, გავაზს, საბუეს,ენისელს, კუჭატანს, საბუეს, ბალღოჯიანს და გრემს ახმეტის მუნიციპალიტეტში 12:00- დან 18:30 საათამდე სოფ: ქვემო ალვანს, მაღრაანს, ფიჩხოვანს,არგოხს, ბაბანეურს, ზემო ალვანს და ალავერდს;
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 11:00- დან 15:00 საათამდე ქ. საგარეჯოს ნაწილს 11:00- დან 19:00 საათამდე სოფ. თოხლიაურს და მანავს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტში 11:00- დან 15:00 საათამდე სოფ. კალაურსა და შაშიანს 11:00- დან 18:00 საათამდე სოფ. ჩალაუბანს და კარდენახს;
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 11:00- დან 16:00 საათამდე ქ დედოფლის წყაროს ნაწილს.

