ახალი ამბები

კახეთში ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების შეგროვების კამპანია ჩატარდება

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაძლიერების მიზნით, საქართველოს პარლამენტისა და ორგანიზაცია „Wasteless“-ის ერთობლივი თანამშრომლობით კახეთში, სპეციალური შესაგროვებელი ყუთების საშუალებით, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების შეგროვების კამპანია ჩატარდება.

კამპანიის ფარგლებში, რეგიონის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებში განთავსდება სხვადასხვა ზომის ბრენდირებული ყუთი, სადაც მოთავსდება ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების და ელემენტების ნარჩენები.

ნარჩენების მართვის კამპანიის მიზანია საჯარო დაწესებულებებში ელექტრო და ელექტრონული ნარჩენების მართვის საკითხის რეგულირება, გრძელვადიანი შედეგების გათვალისწინებით.