საფეხბურთო კლუბი „თელავი“ საშინაო მატჩებს ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრში გამართავს
7 აპრილიდან, საფეხბურთო კლუბი „თელავი“, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, საშინაო მატჩებს თბილისში, ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრში გამართავს. ინფორმაციას ამის შესახებ თავად კლუბი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
,,თელაველი გულშემატკივრების თბილისსა და რეგიონებში ტრანსპორტირებას საფეხბურთო კლუბი “თელავი” უზრუნველყოფს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
ფოტო: საფეხბურთო კლუბი „თელავი“

