სად აშენდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სპორტული კომპლექსი კახეთში
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, თელავში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სპორტული კომპლექსის პროექტირებას იწყებს.
ხელშეკრულების მიხედვით, მომსახურება 4 ეტაპისგან შედგება და სამუშაოების შესრულების საერთო ვადად 6 თვეა განსაზღვრული.
თელავის თანამედროვე სპორტული კომპლექსი მსოფლიო ცურვის ფედერაციის სტანდარტების შესაბამისად უნდა აშენდეს და მოეწყოს დახურული აუზები ცურვის, სინქრონული ცურვისა და წყალბურთისთვის.

