საქართველოში საწვავი კვლავ გაძვირდა
მსოფლიოში ნავთობის ფასების რეკორდული ზრდის ფონზე, საქართველოში საწვავი გაძვირდა.
ბოლო 2 დღის განმავლობაში, ბენზინის ფასი 6-10 თეთრით, დიზელის კი 15-20 თეთრით გაიზარდა.
საწვავის იმპორტიორი და რეალიზატორი ზოგიერთი კომპანიის ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ფასების არქივი საწვავის ღირებულებაზე დაკვირვების საშუალებას გვაძლევს – რომელ ქსელში, რამდენით და როდის შეიცვალა საწვავის ღირებულება.
საწვავის ფასი გასამართი სადგურების ქსელებში:
Gulf-ის ქსელში საწვავის ღირებულება 9 მარტის შემდეგ 12 მარტს შეიცვალა და ყველა ტიპის საწვავი 10 – 20 თეთრით გაძვირდა. შედეგად, დღეს საწვავის ფასები Gulf-ის სადგურებზე შემდეგია:
G-Force სუპერი – ₾3.63, ზრდა – 10 თეთრი;
G-Force პრემიუმი – ₾3.23, ზრდა – 10 თეთრით;
G-Force ევრო რეგულარი – ₾3.09, ზრდა – 10 თეთრით;
ევრო რეგულარი – ₾3.07, ზრდა – 10 თეთრით;
G-Force ევრო დიზელი – ₾3.45, ზრდა – 20 თეთრი;
ევრო დიზელი – ₾3.35, ზრდა – 20 თეთრი;
Wissol-ის გასამართი სადგურების ქსელში ყველა ტიპის საწვავის ფასი ბოლოს 10 იანვარს შეიცვალა. თუმცა გასამართი სადგურების ქსელში საწვავი გასული კვირის ბოლოს 7 მარტსაც გაძვირდა. როგორც ფასების არქივიდან ირკვევა, ბოლო ცვლილების შედეგად საწვავი ტიპის მიხედვით 15-18 თეთრით გაძვირდა. დღეს ამ ბრენდის სადგურებზე საწვავის შეძენა შემდეგ ფასადაა შესაძლებელი:
ეკო სუპერი – ₾3.69; ზრდა – 15 თეთრი;
ეკო პრემიუმი – ₾3.25; ზრდა – 15 თეთრი;
ეკო დიზელი – ₾3.41; ზრდა – 18 თეთრი;
ევრო დიზელი – ₾3.38; ზრდა – 18 თეთრი;
ევრო რეგულარი – ₾3.12; ზრდა – 15 თეთრი;
დიზელ ენერჯი – ₾3.31; ზრდა – 18 თეთრი;
უნდა აღინიშნოს, რომ ბრენდირებული გასამართი სადგურების სხვა ქსელებს, მაგალითად Socar-ის, Lukoil-ის, Rompetrol-ის და Portal-ის შემთხვევაში, კომპანიებს ვებგვერდებზე ფასების ცვლილების არქივზე დაკვირვების შესაძლებლობას არ გვაქვს, თუმცა მიმდინარე კვირის დასაწყისში ფიქსირებულ ფასებთან შედარებით ზოგიერთ ქსელში ბენზინი და დიზელი გაძვირებულია.
Rompetrol-ის ქსელში დღეს საწვავს შემდეგ ფასად შეიძენთ:
Efix სუპერი – ₾3.65; ზრდა – 6 თეთრი;
Efix ევრო პრემიუმი – ₾3.25; ზრდა – 10 თეთრი;
ევრო რეგულარი – ₾3.12; ზრდა – 8 თეთრი;
Efix ევრო დიზელი – ₾3.30; ზრდა – 15 თეთრი;
ევრო დიზელი – ₾3.25; ზრდა – 15 თეთრი;
Socar-ის გასამართი სადგურების ქსელში საწვავის ჩასხმა შემდეგ ფასად შეგიძლიათ:
ნანო სუპერი – ₾3.55; ზრდა – 4 თეთრი;
ნანო პრემიუმი – ₾3.15; უცვლელი;
ნანო ევრო რეგულარი – ₾2.95; ზრდა – 4 თეთრი;
ევრო 5 დიზელი – ₾3.09; ზრდა – 1 თეთრი;
ნანო ევრო 5 დიზელი – ₾3.18; ზრდა – 10 თეთრი
Lukoil-ის ბრენდის გასამართი სადგურების ქსელში, სადაც ბენზინის და დიზელის შეძენა დღეისთვის შემდეგ ფასად შეგეძლებათ:
Euro Super – ₾3.50; კლება – 5 თეთრი;
Premium Avangard – ₾3.10; კლება – 5 თეთრი
Euro Regular – ₾3.04; კლება – 8 თეთრი
Euro Diesel – ₾3.10; უცვლელი.

